primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩვენი რეფორმები ჩაფლავებული არ არის, მე ერთი შილა ფლავი მახსოვს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს - თეა წულუკიანი

  • პოლიტიკა
  • 19.06.2018
  • 15:11
ჩვენი რეფორმები ჩაფლავებული არ არის, მე ერთი შილა ფლავი მახსოვს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს - თეა წულუკიანი

რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატრეთ,ჩაფლავებული არ არის. მე ერთი შილაფლავი მახსოვს 2012 წლის პირველ ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ირმა ნადირაშვილის კითხვას, ჩააფლავე რეფორმებიო, მე ერთი შილა ფლავი მახსოვს 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ფლავი არ ვიცი საიდან მოვიდა. რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ, ჩაფლავებული არ არის. ამის დაკნინების მცდელობის უფლებას, სანამ მე ვარ პოლიტიკურ ასპარეზზე და შიგნით ვიქნები თუ გარეთ, ამის საშუალებას ნამდვილად ვერ მოგცემთ. ეფექტი არის, რომ შეკრებითობის წესით აღარ ჯდებიან ციხეში მრავალი წლით და ამის ავტორები ჩვენ ვიყავით მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო. საპროცესო შეთანხმების რეფორმა გატარდა და აღარ არის ეს, რომ მომეცი ფული და გაგიშვებ ციხიდან. წინასწარი პატიმრობა გადასინჯვადი გახდა რამდენიმე კვირაში ერთხელ, რამაც მოიტანა ეფექტი, რომ ხალხი წინასწარ პატიმრობაში არ ელოდება განაჩენს და გამოიყენება გირაო ან სხვა ღონისძიებები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში დაკითხვის ახალი წესი დამკვიდრდა.

„დაკითხვის ახალი წესი შემოვიდა ალბათ ამის გახსენება არავის არ უნდა ოპონენტებისგან და გამოირიცხა ის, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. წარსულზე ნუ ლაპარაკობო და მომავალზე ვლაპარაკობ და მომავალზეც ნუ ლაპარაკობო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ დაკითხვის წინა წესის დროს ღამე იბარებდნენ ადამიანებს და გამომძიებელი იძულების წესით კითხავდა. ეს მთლიანად არის აღმოფხვრილი და თქვენ იცით, რომ ღამით დაკითხვა აკრძალულია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge