კანადის სენატმა მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა
- მსოფლიო
- 20.06.2018
- 12:58
კანადის სენატმა მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა. შესაბამის კანონპროექტს 52-მა პარლამენტარმა მისცა ხმა, 29-მ წინააღმდეგ, ორმა კი თავი შეიკავა.
სენატორ ტონი დინის თქმით, მარიხუანის მოხმარებაზე 90-წლიანი აკრძალვის მოხსნა კანადისთვის ისტორიული დღეა. ხმის მიცემის შედეგზე კომენტარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომაც გააკეთა.
„ჩვენი შვილები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შოულობდნენ მარიხუანას - დამნაშავეები ამით მოგებას იღებდნენ. დღეს შევცალეთ მოცემულობა. მარიხუანის ლეგელიზაციისა და ბრუნვის რეგულირების გეგმა სენატმა დაამტკიცა“, - აღნიშნა ტრიუდომ.