primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე - მამუკა ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 20.06.2018
  • 13:38
ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე - მამუკა ბახტაძე

ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე, ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ მომავალზე და ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ბახტაძემ განმარტა, მთავრობა მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული იმ რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

„მე აღვნიშნე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ვიყოთ ეფექტურები ამ პრობლემის გადაწყვეტაში - დღეს ჩვენი მმართველობითი ორგანოები საჭიროებენ მეტ ეფექტურობას, მეტ ოპერატიულობას, განსაკუთრებით იმ საკითხში, რასაც ჰქვია ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან იმ კონკრეტულ ვადამდე, როდესაც ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე არსებული სერვისი ან სიკეთე მივა თითოეულ მოქალაქემდე. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია არის აუცილებელი წინაპირობა, რათა ჩვენ სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ წარმოდგენილი პროგრამა. აქვე მინდა შევეხო გუშინდელ შეხვედრებს პოლიტიკურ ჯგუფებთან. ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ეს იყო კიდევ რთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ვითარდება არსებული პოლიტიკური კომუნიკაცია, რაც დღეს გვაქვს საქართველოში.

სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ის, რომ წარმოდგენილ პროგრამაზე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა. უფრო მეტიც, მოვისმინეთ ძალიან ბევრი ისეთი ბრალდება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, დაწყებული იმით, თითქოს აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა უფლება და ვერ შევიდა რკინიგზაში კონკრეტული აუდიტის დასკვნის დასადებად. მას 2017 წელს აქვს ეს დასკვნა გაკეთებული და შეგიძლიათ, ეს კიდევ ერთხელ იხილოთ; თითქოს ჩვენ საქართველოში გავაუარესეთ საგადასახადო ტვირთი - ამაზეც დამატებით მოგახსენებთ. მე ნამდვილად პირდაპირ და გულწრფელად გეუბნებით, ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის ის 9-წლიანი მმართველობის პერიოდი არ არის ორიენტირი, რომელზეც უნდა ავაგოთ გეზი.

ნამდვილად არ ვაპირებ წარსულზე საუბარს. მინდა, ვისაუბრო მომავალზე და იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაც უნდა გავუკეთოთ ქართველ ხალხს. მაგრამ, როდესაც როდესაც ჩვენ ვისმენთ ისეთ უსაფუძვლო ბრალდებებს, როგორიც იყო გუშინ, რა თქმაა უნდა, გიპასუხებთ, რა სტატისტიკა ჰქონდა ჩვენს წინამორბედს. ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი მიიღოთ ისე, როგორც არის რეალურად, მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილია ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე, ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ მომავალზე, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, როგორ მოვახერხოთ იმ ძირითად გამოწვევებთან გამკლავება, რაც ჩვენი ერის წინაშეა. აქედან გამომდინარე, პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე და ვისურვებდი, დისკუსია წარმართული იყოს შინაარსობრივად, ვინაიდან პირველ რიგში მმართველი ძალისა და მთავრობისთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ არსებობს ხარვეზები ამ პროგრამაში, ვნახოთ კონკრეტულად რაშია ეს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი რამ, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge