პოლიციელები რეპერ XXXTentacion-ის მკვლელობისთვის ორ აფროამერიკელს ეძებენ
- მსოფლიო
- 20.06.2018
- 16:05
ამერიკელი სამართალდამცველები ორ აფროამერიკელ მამაკაცს ეძებენ, რომელთაგან ერთ-ერთმა სასიკვდილოდ დაჭრა 20 წლის რეპერი XXXTentacion-ი. ის ვინც პოლიციას ღირებულ ცნობებს მიაწვდის, ჯილდოდ 3000 დოლარს მიიღებს.
რეპერი მაიმთან, დირფილდ ბიჩში დაჭრეს, როდესაც ის მოტოციკლების სალონიდან გამოდიოდა. დამნაშავე წითელი ნიღბით იყო. ორივე მამაკაცი შავი ფერის ავტომობილით მოძრაობდა.
XXXTentacion-ი (ნამდვილი სახელი ჯასეი დუეინ ონფროი) პისტოლეტიდან გასროლით მოკლეს. დამნაშავეებმა მისი Louis Vuitton-ის ჩანთა აიღეს და მანქანით მიიმალნენ. სამართლადამცველების თქმით, დანაშაულის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი ძარცვა იყო.