ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს
- მსოფლიო
- 21.06.2018
- 12:39
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მინესოტას შტატში თავის მომხრეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მინდა რაღაც გითხრათ. ჩვენ გვსურს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება... მაგრამ რუსეთი უკან იყურება და ამბობს: „ უკეთესი იქნებოდა, კლინტონს გაემარჯვა...“ - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპი მიიჩნევს, რომ მოსკოვს საქმის დაჭერა ჰილარი კლინტონთან ერჩია.
ასევე მან კომენატრი გააკეთა გამოძიებაზე, რომელსაც აშშ არჩევნებში მოსკოვის ჩარევის საქმეზე აწარმოებს. „რაც შემეხება მე. არაფერი. არანაირი შეთქმულება. არაფერი“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.