ისრაელის პრემიერ მინისტრის ცოლს თაღლითობაში ბრალი წაუყენეს
- მსოფლიო
- 21.06.2018
- 16:09
ისრაელის პროკურატურამ პრემიერ მინისტრის ცოლს სარა ნეთანიაჰუს თაღლითობასა და საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
სარა ნეთანიაჰუს 100 ათასი დოლარის ოდენობის თანხის არამიზნობრივად ხარჯვასა და ამ ხარჯის დაფარვას ედავებიან. თანხა ძირითადად რესტორნების შეკვეთებში დაიხარჯა.
ნეთანიაჰუს ოჯახმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ბრალდებას აბსურდული და უსაფუძვლო უწოდა.