ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის 14 ადამიანი დააკავეს
- მსოფლიო
- 22.06.2018
- 12:42
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 14 ადამიანი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის და 24 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტერაქტების მომზადებისთვის დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.
მისი მონაცემებით, ექსტრემისტები თურქეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების დროს აიყვანეს. აღნიშნულია, რომ ყველა დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.