კიოლნის ტაძრის ევაკუაცია განხორციელდა
- მსოფლიო
- 22.06.2018
- 13:35
გერმანიის ქალაქ კიოლნის ტაძარში სამართლადმცველებმა საეჭვო პირი დააკავეს. ევაკუირებულია ტაძარი. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
როგორც პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ტაძრის ევაკუაციის გამო დილის მესა გადაიდო. ამ მომენტისთვის ტაძარი დაკეტილია.
ინციდენტის გარემოება დგინდება. გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველები დაკავებულის ტერორისტულ მოტივს არ გამორიცხავენ.