png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 02.12.2015
  • 16:32
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

ინდონეზიის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ქვეყნის ვიცეპრეზიდენტთან, იუსუფ კალასთან გამართა. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში ინდონეზიას კარგად იცნობენ და მთავარ ღირებულებებს-მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ტოლერანტულობას, იზიარებენ. დავით უსუფაშვილმა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეული წარმატებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მისწრაფება ევროკავშირია. მისივე თქმით, ქვეყანა აქტიურად მუშაობს ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასასრულებლად. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო, ასევე, დაინტერესებულია აზიის ქვეყნებთან, როგორც რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობით და სურს მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა სასარგებლო იყოს მეზობელი ქვეყნებისა და ინვესტორებისთვისაც.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სახით, ინდონეზიას საიმედო პარტნიორი ჰყავს რეგიონში. მისივე თქმით, ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმატებული საქმიანობა მომავალ ურთიერთობებს შეუწყობს ხელს და თანამშრომლობის განვითარებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა საქართველოშიც. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშესაწყობად ყველაფერს გააკეთებს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ინდონეზიის რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ, ბევრ სასარგებლო საქმეს ჩაეყრება საფუძველი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხითა და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებითაც.

დავით უსუფაშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთთან ომმა ქვეყანას ბევრი პრობლემა შეუქმნა, ამან, ხალხთა შორის ურთიერთობები არ უნდა დააზიანოს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას სჯერა, რომ 21-ე საუკუნეში, სახელმწიფოები საერთაშორისო კანონმდებლობის ერთგულნი იქნებიან და საერთო მთავარი საზრუნავი მშვიდობის უზრუნველყოფა იქნება. დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობა მალე განიმუხტება.

ინდონეზიის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ქვეყნის ისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ ინდონეზიას სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. მისივე ინფორმაციით, ამჟამად ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს. იუსუფ კალა საქართველოს სახელმწიფო წყობით, ეკონომიკური მდგომარეობითა და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა.

ვიცეპრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში არსებული პრობლემები მალე მოგვარდება და აღნიშნა, რომ ინდონეზია რადიკალიზმსა და ტერორიზმს გმობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge