png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ხორავას ქუჩაზე ფარდული მოსახლეობამ ჩვენგან დამოუკიდებლად დაანგრია - კახა სირაძე

  • სამართალი
  • 25.06.2018
  • 14:12
ხორავას ქუჩაზე ფარდული მოსახლეობამ ჩვენგან დამოუკიდებლად დაანგრია - კახა სირაძე

შსს-ს წარმომადგენელი, დეტექტივების სამმართველოს განყოფილების უფროსი, კახა სირაძე, აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მათგან დამოუკიდებლად მიიღეს. ამის შესახებ განცხადება კახა სირაძემ დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ერთ-ერთი მთავარი კითხვა გამოძიების მიმართ არის, ის, თუ რატომ დაინგრა ფარდული, რომელიც 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის ადგილი იყო და საქმის მთავარი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო. კახა სირაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილი სრულად არის დათვალიერებული და დასურათებული და ფარდულის დემონტაჟი მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდა, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

„კანონმდებლობით, შემთხვევის ადგილი დაცულია მანამ, სანამ შემთხვევის ადგილი დათვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იქნა ყველა შესაძლო კვალი, საგანი. გადაღებული იქნა 400-მდე ფოტო. ამასთან, დემონტაჟი მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ჩვენგან დამოუკიდებლად. საქმის კურსში არ ჩავუყენებივართ. ეზო მოიცავს ფარდულსაც და შემთხვევის ადგილი იყო მთლიანად ეზო. საყოველთაო სარგებლობის ფართიცაა. ეს წარმოადგენდა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარს და მოსახლეობაც წუხდებოდა. რაც შეეხება მის პარამეტრებს, ამ ტერიტორიას გააჩნია კონტურები, რადგან ის მიწაშია შეჭრილი და მისი აღდგენა არ გაჭირდება,“ – განაცხადა კახა სირაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge