ირლანდიაში ავტომობილმა ქვეითებს გადაუარა
- მსოფლიო
- 25.06.2018
- 16:46
ავტომობილმა ირლანდიის ქალაქ დუბლინში ეკლესიასთან ქვეითებს გადაუარა, დაშავდა სულ მცირე ოთხი ადამიანი.
როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება. მძღოლმა საჭესთან გონება დაკარგა, რის შემდეგაც მართვის გარეშე დარჩენილი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. ეკლესიაში დამკრძალავი ცერემონია მიმდინარეობდა.
პოლიციის ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.