თბილისში ორ უცხოელს თავს დაესხნენ
- სამართალი
- 26.06.2018
- 10:36
თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაზარალებულთაგან ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე შედარებით მძიმედ არის დაშავებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი დაზარალებულის, საუდის არაბეთის მოქალაქის თქმით, თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მას ქვაც ესროლა.
საუდის არაბეთის მოქალაქე საქართველოში უკვე ერთი წელია ცხოვრობს, მისი მეგობარი, ამერიკის მოქალაქე კი ექვსი წელია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200