png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

  • კონტაქტი
  • 02.12.2015
  • 16:43
 თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელს აზერბაიჯანელმა კოლეგამ,  გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის გაღრმავების გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

„ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებსა და იმ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა. საქართველომ და აზერბაიჯანმა მაქსიმალურად კოორდინირებულ რეჟიმში უნდა ვიმოქმედოთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს კონტრიბუციას, იქნება ეს სამშვიდობო მისიებში, თუ „მტკიცე მხარდაჭერის“  ოპერაცია ავღანეთში. გაცილებით უფრო ეფექტური, შედეგიანი, რეგიონისთვის მეტი უსაფრთხოების მომტანი იქნება თუკი ჩვენ მოვახერხებთ და ერთობლივად, ერთიანი ხმით, ერთიანი პოზიციებით წარვსდგებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ეს წაადგება საქართველოსაც, აზერბაიჯანსაც და მთლიანად რეგიონს. რაც უფრო მეტად იქნება საქართველო და აზერბაიჯანი სამშვიდობო ოპერაციებში საერთაშორისო დონეზე, მით უფრო მაღალია გარანტიები იმისა, რომ ჩვენი რეგიონი დაცული იქნება. ამ ფონზე  კონფლიქტის, ომის საფრთხის და რაიმე გართულების ალბათობა უფრო შემცირდება“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ორ კვირაში სტამბოლში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის სამიტი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის  მინისტრის განცხადებით, სამი ქვეყანა თანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზე, სწორედ, ამ სამიტზე ჩამოყალიბდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge