32 დაშავებული - ძლიერი აფეთქება სამხრეთ კორეაში
- მსოფლიო
- 26.06.2018
- 15:12
32 ადამიანი დაშავდა სამხრეთ კორეის ქალაქ სეჯონში მშენებარე ნაგებობაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველთა თქმით, სერომ-დონის რაიონში აფეთქების ხმა გაისმა და შავი კვამლი ვულკანივით ამოიფრქვა.
მედიის ცნობით, აფეთქება მშენებარე მიწისქვეშა ავტოსადგმოზე მოხდა. მომხდარის გარემოებები დგინდება.
დაშავებულთა შორის 12 ჩინეთის მოქალაქეა. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.