primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა სახიფათოა - ნუკრი ქანთარია

  • პოლიტიკა
  • 26.06.2018
  • 15:28
განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა სახიფათოა - ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწყმა სახიფათოა, რის გამოც სამთავრობო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს.

როგორც პირველ არხს ქანთარიამ განუცხადა, სტრუქტურულ ცვლილებებს ეთანხმება, მაგრამ არა კულტურისა და განათლების უწყებების გაერთიანების თვალსაზრისით.

„ეს ერთადერთი სამინისტროა, სადაც ეროვნული იდენტობის გამომხატველი დარგი ხელოვნებაა. ქართული ბიოლოგია და ქართული მათემატიკა არ არსებობს, ქართული კინო, თეატრი და ქორეოგრაფია კი, არსებობს. ხელოვნების დარგები დიდ ოკეანეში ჩაიკარგება. ეს დარგები ცალკე დეპარტამენტის სახით პირდაპირ პრემიერ-მინისტრს უნდა დაქვემდებარებოდა. განათლების სამინისტროს კი, შემოქმედებითი სასწავლო დაწესებულებები უნდა წაეღო, თუნდაც ბიბლიოთეკები და მუზეუმები, მაგრამ არა ხელოვნების სეგმენტი, რაც დაკავშირებულია არა ცოდნასთან, არამედ შემოქმედებით პროცესთან. მისი განვითარება ძალიან გაჭირდება. მეჩვენება, რომ სახიფათო შერწყმაა. პრემიერს მიაჩნია, რომ მიზანი კეთილშობილურია და ეს მესმის“, – ამბობს ქანთარია.

მისი თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გრძელ სახელს არავინ იტყვის და მხოლოდ განათლებას ახსენებენ. "ტერმინი – კულტურა ხმარებიდანაც კი ამოვარდება. ცალკე ხელოვნების სეგმენტი უნდა გამოყოფილიყო და  პრემიერს ეს შევთავაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პასუხისმგებლობის აღება გამიჭირდება. კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა საწინააღმდეგო კამპანიას არ დავიწყებ",- განაცხადა ქანთარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბატხაძემ დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება. ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების უწყებას უერთდება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge