primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

დეფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის დარჩება დაუსჯელი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო - კილაძე

  • პოლიტიკა
  • 27.06.2018
  • 15:22
დეფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის დარჩება დაუსჯელი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო - კილაძე

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" ისაუბრა. 

მისი თქმით, მთელს საზოგადოებას მოეხსენება, რამდენად რთულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ეთნიკური ქართველების მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან უმძიმეს პირობებში; განიცდიან დისკრიმინაციას, დევნას, წამებას, არასათანადო მოპყრობას და ა.შ.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რომ ეს ადამიანები დავიცვათ და ჩავერიოთ პრევენციულად. დეფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის დარჩება დაუსჯელი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თითოეული მათგანი უნდა დაისაჯოს იმ გატაცების წამების, არასათანადო მოპყრობის, მკვლელობის და სხვა დარღვევებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს და ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების და არამოქალაქეების დაცვის პრევენციული მექანიზმი"- აღნიშნა სოფო კილაძემ.

„ამასთან, მე მრჩება განცდა, რომ ჩვენი ოპოზიცია ჩასაფრებული და დაკავებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ცრუ და ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელოს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიები ის საკითხია, რაც მთელს საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს" -ასე შეაფასა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" გამოთქმული მოსაზრებები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge