საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 28.06.2018
- 12:28
გერმანიის ქალაქ ბრემენში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი დილით მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 წლის ბავშვი.
ამ მომენტისთვის აფეთქების მიზეზი დაუდგენელია, პოლიციამ მიმდებარე სახლებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა.