png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მოწმე იორდანიშვილი ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა - სერგი კაპანაძე

  • საზოგადოება
  • 28.06.2018
  • 13:31
მოწმე იორდანიშვილი ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა - სერგი კაპანაძე

მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოწმე დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ არ ახსოვს.

„ორივე დანაშაულის ადგილიდან ის დაახლოებით 3-4 მეტრში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაში ვერდანახვა უფრო რთულია, ვიდრე დანახვა. ის ამბობს, რომ არ ახსოვს, დეტალებზე არ საუბრობს.

თუმცა რაღაც დეტალებზე საბოლოო ჯამში მაინც ისაუბრა. არა კონკრეტულად მკვლელობის, არამედ  – ჩხუბის. ის ამბობს, რომ ჩხუბში დაახლოებით 20-25 ადამიანი მონაწილეობდა”,- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე ინფორმაციით, იორდანიშვილს ჩვენების მიცემა კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშე, სავარაუდოდ, კიდევ მოუწევს.

„ეს არის მოწმე, რომელიც მანქანაში იჯდა და ყველაფერს ხედავდა, რაც მისი მანქანის წინ ხდებოდა. მან ახლა ჩვენ ჩვენება შემთხვევის ადგილზე მოგვცა. ჩვენების მიცემა კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშე სავარაუდოდ კიდევ მოუწევს.

გულწრფელად გეტყვით, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ შეუძლებელია, ადამიანს, რომლის წინაც ხდება ასეთი დანაშაული, ეს არ დაენახა. თუმცა ის დეტალებზე არ საუბრობს, არ ახსოვს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ საუბრობს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი დასკვნები გვექნება.

ახლა წინასწარ თქმისგან თავს შევიკავებ. ამისთვის შეიძლება ბევრი მიზეზი არსებობდეს, მაგრამ ფაქტი ერთია, როდესაც ასეთი რაღაც ადამიანის წინ ხდება, ცოტა არ იყოს დაუჯერებელია, რომ ვერაფერს იხსენებს და ხედავს. ჩვენ ამ თემას კომისიის საქმიანობის ფარგლებში კიდევ აუცილებლად დავუბრუნდებით და უფრო მეტ ინფორმაციასაც მოგაწვდით. ახლა სხვა მოწმეების დაკითხვასაც ვაგრძელებთ და ამის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება”,- აღნიშნა კაპანაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge