გერმანული ხომალდი საკუთარ რაკეტას ემსხვერპლა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 28.06.2018
- 16:35
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია გერმანულ ფრეგატზე მომხდარი აფეთქება.
ინციდენტი ნორვეგიის სანაპიროსთან გერმანიის სამხედრო სწავლების დროს F124 Sachsen-ის ტიპის გემზე მოხდა. ამერიკული წარმოების საზენიტო რაკეტამ გამშვები დანადგარი არ დატოვა და სასტარტო ბუდეში დაიწვა. ამის შემდეგ გემს ცეცხლი მოედო.
გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელების განცხადებით, რაკეტა ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე შეამოწმეს და მისი ტექნიკური მდგომარეობა შეაფასეს, როგორც „იდეალური“. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ხომალდმა „საქსონიამ“ სერიოზული დაზიანებები მიიღო.