primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ინგა გრიგოლიას ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას - პროკურატურა

  • სამართალი
  • 28.06.2018
  • 17:05
ინგა გრიგოლიას ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას - პროკურატურა

პროკურატურა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინგა გრიგოლიას ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩადენილია გულგრილობა, ვინაიდან მათ მიერ არ მოხდა რ.ნ.-სთვის ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას.

"ჟურნალისტ ი.გ.-ს მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე, 2018 წლის 19 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2018 წლის 21 მაისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნა რ.ნ., რომელსაც 22 მაისს ი.გ.-ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და ადევნების ფაქტზე წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1511-ე მუხლით. იმავე დღეს რ.ნ.-ს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი.გ. ცნობილი იქნა დაზარალებულად და მისი, როგორც დანაშაულის მსხვერპლის ფსიქიკური და მორალური ზიანის დადგენის მიზნით გამოძიების მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნულ იქნა და ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში.

მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, ვინაიდან გამოვლინდა, რომ ბრალდებული წარსულში მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2018 წლის 23 მაისს დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

2018 წლის 12 ივნისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ რ.ნ. დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით შეურაცხადობის გამო ბრალდებულ რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა, რის შემდეგაც იგი მოთავსებული იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

საქართველოს „პატიმრობის კოდექსის" 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი. აღნიშნული უფლება, იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეიძლება შეიზღუდოს პროკურორის ან გამომძიებლის დასაბუთებული დადგენილების საფუძველზე.

კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პერიოდში, როდესაც რ.ნ.-ს ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე მას მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება შეზღუდული ჰქონდა.

2018 წლის 19 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა შეურაცხადობის გამო, მას აღარ აქვს ბრალდებულის სტატუსი, იგი აღარ იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და შესაბამისად მის მიმართ ვეღარ გავრცელდება საქართველოს „პატიმრობის კოდექსის" 79-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ი.გ.-ს ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩადენილია გულგრილობა, ვინაიდან მათ მიერ არ მოხდა რ.ნ.-სთვის ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, მოძალადე მანიაკმა, რომელიც მას სახლის კარის შემტვრევით ემუქრებოდა, ღია ნომრიდან ისევ დაურეკა. ინგა გრიგოლია მომხდარს მის მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ გადაცემას უკავშირებს, სადაც პროკურატურის მძაფრი კრიტიკა იყო.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge