რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ქართველი მესაზღვრე ქართულ მხარეს, შესაძლოა დღეს გადმოსცენ
- პოლიტიკა
- 29.06.2018
- 11:01
ორი ქართველი მესაზღვრე ამ დრომდე რუსი სამხედროების ტყვეობაში რჩება. ოჯახის ინფორმაციით, კობა მაჭარაშვილისა და გიორგი კერესელიძის გადმოცემა დღეს იგეგმება.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები რუსმა სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის პერიმეტრზე პატრულირებდნენ.
შსს-ს სამინისტროს თანამშრომლები რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა მათ ამის შესახებ მხოლოდ გუშინ ჟურნალისტებისგან გაიგეს.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ქართველი მესაზღვრეების გადმოცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.