"არა ფობიას" საზმაუს სპორტულ კომენტატორებს მოუწოდებს, თავი აარიდონ დისკრიმინაციული განწყობების გაღვივებას
- საზოგადოება
- 29.06.2018
- 14:43
პლატფორმა "არა ფობიას" საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორებს მოუწოდებს, თავი აარიდონ დისკრიმინაციული განწყობების გაღვივებას.
როგორც პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 22 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სერბეთი-შვეიცარიის მატჩის ტრანსლირებისას სპორტული კომენტატორების, გიგა გვენცაძის და დავით ბანანაშვილის მხრიდან, ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს.
"პლატფორმა "არა ფობიას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებისას, სპორტული კომენტატორების მიერ გაკეთებულ ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორებს, თავი აარიდონ დისკრიმინაციული განწყობების გაღვივებას.
22 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სერბეთი-შვეიცარიის მატჩის ტრანსლირებისას სპორტული კომენტატორების, გიგა გვენცაძის და დავით ბანანაშვილის მხრიდან, ადგილი ჰქონდა ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს.
შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობის განხილვისას კომენტატორებმა ყურადღება ფეხბურთელების რასობრივ წარმომავლობაზე გააკეთეს:
გიგა გვენცაძე: "და შვეიცარიის ნაკრებში, წმინდასისიხლიანი შვეიცარიელი ძალიან ცოტაა, ვინც ძირითად ნარკებში თამაშობს. მეკარის ნომერზე თუ ვიტყვით ამას და რამოდენიმე მოთამაშეზე."დავით ბანანშვილი: "შანჟირი, ბაკა, ჯეჰრამი, ჯემაილი, ნახევარი გუნდი შვეციარიის ნაკრების წარმოშვებით ალბანელები არიან."გიგა გვენცაძე: "არც რიკარდო როდრიგესია სუფთა სისიხლის შვეიცარიელი, ესპანელ ჩილელი, აკანჟი ნიგერიელია."
,,იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას."
პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები: