სიუზან სარანდონი ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს
- მსოფლიო
- 29.06.2018
- 16:31
მსახიობი სიუზან სარანდონი ვაშინგტონში დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის საწინააღმდეგო მჯდომარე აქციაზე დააკავეს. ამის შესახებ The Guardian- ი წერს. აქციაზე სულ 575 ქალია დაკავებული.
ასობით ქალი იუსტიციის სამინისტროს შენობასთან შეიკრიბა. სარანდონმა თავისი დაკავების ფაქტის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა. „დაკავებული ვარ. გამხნევდით. გააგრძელეთ ბრძოლა“, - წერს მსახიობი.
დემონსტრანტები საემიგრაციო პოლიტიკის შერბიელებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეების პლაკატებზე ეწერა „We care“ – „ჩვენ გვაინტერესებს“.