png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სოფელ დიღომში საგზაო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში დასრულდება

  • საზოგადოება
  • 02.12.2015
  • 18:00
სოფელ დიღომში საგზაო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში დასრულდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის განცხადებით, სოფელ დიღომში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დასრულდება.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სოფელ დიღომში საგზაო სამუშაოების დასრულების პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გამოეხმაურა.
"პირველი ეტაპი უკვე დავასრულეთ. რაც შეეხება მეორე ეტაპს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია და სწორედ ამის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები ვერ განახლდა. ამჟამად სატენდერო პროცედურების მიხედვით, სამუშაოს განახორციელებს ტენდერში მონაწილე სხვა საუკეთესო პირობების მქონე კომპანია, ხოლო რაც შეეხება სანიაღვრე ქსელს, ასფალტის საფარის პროფილი ისეა დაგებული, რომ წყლის არიდება ხდება. სანიაღვრე ქსელის მოწყობას არ ითვალისწინებდა. ოპერატიულად რომ მოსწრებულიყო პროექტის შესრულება, ამიტომ გადავწყვიტეთ ასე შეგვესრულებინა ეს სამუშაო", - აღნიშნა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა. 
გივი კუბლაშვილის თქმით, საგზაო სამუშაოების დასამთავრებლად ტენდერი არ დასრულებულა. შესაბამისად, გამარჯვებული კომპანია გამოვლენილი არ არის. მეორე ეტაპზე კი საქალაქო სასამართლომდე ახალი გზის გაჭრა მოხდება. 
"სოფელი დიღომში არის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა. მე ვცხოვრობ იქ და ამ თემაზე ბატონ მერთან, დავით ნარმანიასთან არა მხოლოდ მისაუბრია, არამედ ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც. სოფელი დიღომი მიშამ შეუერთა თბილისს და თუკი ჩვენ ვართ თბილისის ნაწილი, კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და მიხედოს სოფელ დიღომს", - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს, რითაც არ დაეთანხმა ინფორმაციას, რომ სოფელ დიღომში გზა მხოლოდ მის სახლამდეა დაგებული.
მისივე თქმით, სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახლა მიმდინარეობს, რის გამოც ცენტრალური გზა გადათხრილია. 
"მოვუწოდებ თბილისის მერიას, უფრო მეტად დაინტერესედეს სოფელი დიღმით... ბევრი პრობლემა გვაქვს, ამიტომ, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მცხოვრებს სოფელ დიღომში, მაქვს ძალიან ბევრი პრეტენზია თბილისის მერთან და მერიასთან. 
ამჟამად მიმდინარეობს გზის გაჭრა თბილისის საქალაქო სასამართლომდე. სამუშაოები ნელი ტემპით ხორციელდება, თუმცა მალე დასრულდება. ასევე ცენტრალური გზის შეკეთება, რომელიც გადათხილია, სანამ ყინვებს დაიჭერს, უმჯობესია დასრულდეს. რამდენიმე კილომეტრიანი გზა უკვე დაიგო, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ სანიაღვრეების გარეშე, რის გამოც უკმაყოფილო ვართ", - განმარტა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge