ხაშურში, საგუბარში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს
- საზოგადოება
- 02.07.2018
- 11:16
ხაშურში, სოფელ ახალსოფელთან, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როდესაც მოქალაქემ საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.
მათივე ცნობით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები.