კანადაში 21 წლის რეპერი მოკლეს
- მსოფლიო
- 02.07.2018
- 15:00
21 წლის კანადელი რეპერი Smoke Dawg-ი ტორონტოში სროლის დროს მოკლეს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
დაიჭრა ერთი ქალი და ორი მამაკაცი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთ გარდაცვლილი რეპერი Smoke Dawg-ი იყო.
თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.
Smoke Dawg-ი პოპულარული 2015 წელს სიმღერა Still-ის გამოსვლის შემდეგ გახდა.
ივნისში 20 წლის რეპერი XXXTentacion-ი მოკლეს.