Wizz Air-ის ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა, 23:10 საათზე შესრულდება
- საზოგადოება
- 02.07.2018
- 15:01
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, ქუთაისი-დორტმუნდის რეისის დაგვიანებით შესრულების გამო, დღეს ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა შესრულდება 23:10 საათზე.
მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს ავიაკომპანია Wizz Air-ი უზრუნველყოფს.