მზისგან მიღებული დამწვრობით საავადმყოფოში 6 ადამიანი მოხვდა
- საზოგადოება
- 02.07.2018
- 17:16
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვრობით ექვსი ადამიანი მოხვდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მათი ასაკი 9-დან 22 წლამდე მერყეობს.
დამწვრობის ცენტრის ინფორმაციით, დღემდე კლინიკას უკვე 71-მა პაციენტმა მიმართა. მათგან 55 შემთხვევა რუჯს და ძლიერ სიცხეს უკავშირდებოდა.
ქაშიბაძე მოსახლეობას მოუწოდებს შუადღის მზეს მოერიდონ.