primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ნაადრევია - მეზვრიშვილი

  • საზოგადოება
  • 03.07.2018
  • 13:42
კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ნაადრევია - მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებზე კომენტარი გააკეთა.

„მე როგორც იურისტი, ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება. დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორც იურისტისთვის, ამ ეტაპზე კომისიის მხრიდან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე როდესაც, მნიშვნელოვანი მოწმეების, რომლებსაც უშუალოდ აქვთ საქმესთან შემხებლობა, გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში, შესაბამისად ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს ნაადრევია. ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე რეკომენდაციის გაცემა, სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპეტენციას, თუმცა როგორც ჩანს, კომისიამ მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები, იმისთვის რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. აღნიშნული საკითხი ეხლა უკვე არის პროკურატურის შესაფასებელი, რომელიც დევნის დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, იმისთვის რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ჩვენ გვეხება ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიამ გასცა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხება, თუმცა, მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია რა მიზნებისთვისაც შეიქმნა, აი ამ კითხვებს რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, იგივე ფარდულთან დაკავშირებით - ამ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა და ის რეკომენდაცია, რომელიც საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გასცა, ვფიქრობ, რომ ფორმალურია იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეპიზოდზე რაზეც მოგვიწოდებს კომისია, რომ გამოძიება დავიწყოთ, რეალურად გამოძიება მიმდინარეობს გამოყოფილი საქმის ფარგლებში. ამიტომ ცოტა გაუგებარია ამდენი ხნის მუშაობის შედეგად მხოლოდ ამ დასკვნამდე, რომ მივიდა საგამოძიებო კომისია. სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია, ახლაც ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და არცერთი მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ გამოვრიცხავთ. მათ შორის არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge