ტინა ტერნერის ვაჟმა თავი მოიკლა
- მსოფლიო
- 04.07.2018
- 11:03
ცნობილი ამერიკელი მომღერლის ტინა ტერნერის უფროსმა ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის 59 წლის იყო. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.
კრეიგ ტერნერი გარდაცვილი კალიფორნიაში საკუთარ სახლში იპოვეს.
უფლებამოსილი ორგანოები ინციდენტის ადგილზე უკვე იმყოფებიან.
მომღერლის წარმომადგენლებს მომხდარზე მედიისთვის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.