primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

  • პოლიტიკა
  • 04.07.2018
  • 12:56
გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის სახელით ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

გიორგი მარგველაშვილმა მისალოცი წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა, რომელშიც მადლიერება გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერის გამო.

"თქვენო აღმატებულებავ,
ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე.

1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა და საფუძველი ჩაუყარა ახალ ეპოქის შექმნას შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოში. სხვა ქვეყნებისთვის ამერიკა ყოველთვის თავისუფლების შუქურა და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი იყო.

არსებული არასტაბილური და ცვალებადი გარემოს პირობებში, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატები წარმატებით გადალახავს არსებულ გამოწვევებს და განვითარების ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, ნება მომეცით დავადასტურო, რომ საქართველო რჩება აშშ-ს ძლიერ პარტნიორად. ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია. ჩვენი ერები ერთობლივად გადალახავენ სხვადასხვა გამოწვევებს და მტკიცედ იდგებიან საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ მადლიერნი ვართ და ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევ მხარდაჭერას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მომავალში ქართულ-ამერიკული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას. გისურვებთ დიდ წარმატებას თქვენს ყველა სამომავლო წამოწყებაში და სიმშივიდესა და სტაბილურობას ვუსურვებ მეგობარ ამერიკელ ხალხს", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის წერილში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge