ფლორიდაში ხანძარს 300-ზე მეტი ეგზოტიკური ცხოველი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 05.07.2018
- 15:40
სულ მცირე 300 ეგზოტიკური ცხოველი დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელიც ამერიკის ფლორიდის შტატში, რანჩოში გაჩნდა.
მეხანძრეების თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა. მეხი ხის ნაგებობას დაეცა.
რანჩოს მფლობელის ბლეიკ კალდირიმოღლუს თქმით, ფერმაში მობინადრე კუები და ეგზოტიკური თევზები დაიღუპნენ. მისივე თქმით, დაღუპულია 300-ზე მეტი სახეობა.
მომავალში ის ფერმის აღდგენას სრულად აპირებს.
კალდიმიროღლუ ცხოველების იშვიათ სახეობას მთელი მსოფლიოდან მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა. ხანძრის დროს რანჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან.