კალიფორნიაში თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 03.12.2015
- 10:06
სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში უნარშეზღუდულთა ორგანიზაციის შენობაზე თავდასხმისას.
თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანით სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ გზა გადაუღობეს და ცეცხლი გაუხსნეს.
წინააღმდეგობის გაწევისას პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი მოკლა, ერთ-ერთი მათგანი ქალია, რომელიც სამართალდამცავებთან შეტაკებისას სასიკვდილოდ დაიჭრა. მანამდე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიდევ ერთი ეჭვმიტანილი მამაკაცი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 3 იყო. არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მათგანი გაქცეულიყო. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
სამართალდამცავები თვდაპირველად ტერატქის ვერსიას განიხლავდნენ, თუმცა მოგვიანებით პოლიციელებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა შესაძლოა სამსახურეობრივ კონფლიქტს გამოეწვია.