უკრაინაში, პოლიგონზე სამი სამხედრო დაიღუპა
- მსოფლიო
- 06.07.2018
- 11:41
უკრაინაში როვენსკის პოლიგონზე სამხედრო სწავლების დროს სამი სამხედრო დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ინციდენტი ნაღმტყორცნის აფეთქების შედეგად მოხდა.
შეიარაღებული ძალების სახმელეთო არმიის ხელმძღვანელობის გადაწყვტილებით, პოლიგონზე სწავლება შეწყვეტილია. დაწყებულია გამოძიება, მომხდარის გარემოებები დგინდება.