ელისაბედ მეორე პრინც ლუის ნათლობას არ დაესწრება
- მსოფლიო
- 09.07.2018
- 15:13
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილის პირნც ლუის ნათლობას არ დაესწრებიან.
ბუკინგემის სასახლის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მონარქმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ხნის წინ მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას არანაირად არ უკავშირდება.
ლუის ნათლობა დღეს შედგება. დახურული ცერემონია წმინდა ჯეიმსის სასახლეში, სამეფო სამლოცველოში გაიმართება.
ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია საზოგადოების წინაშე სამივე შვილთან ერთათად გამოჩნდებიან.
დედოფალი ელისაბედ მეორე ნორფოლკში ბრუნდება, სადც მას დატვირთული კვირა ელოდება. 10 ივლისს სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ასი წლისთავის იუბილე აღინიშნება, 13 ივლისს კი უინძორის სასახლეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწვევა.