primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის არჩევისას კენჭისყრაში, შესაძლოა, მონაწილეობა არ მიიღოს

  • პოლიტიკა
  • 09.07.2018
  • 16:06
თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის არჩევისას კენჭისყრაში, შესაძლოა, მონაწილეობა არ მიიღოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ შესაძლოა, მთავარი პროკურორის არჩევისას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს. მისი განმარტებით, ამის მიზეზია,  „საზოგადოებამ დაინახოს, რა სურს საპროკურორო საბჭოს“.

თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატიზე შალვა თადუმაძესთან ნათესაურ კავშირზეც ისაუბრა. 

„არის თუ არა ჩემი ნათესავი შალვა თადუმაძე? გეტყვით, რომ ის არ არის ჩემი ნათესავი. მე ვარ მისი შვილის ნათლია. ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით იურისტების ჯგუფი შემოკრებილი, რომელებმაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ოქტომბერს. ამ ჯგუფში იყო არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, თქვენი მონამორჩილი, ბატონი ზაქრო ქუცნაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, მაგრამ ეს იყო შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტებისა და ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა ბატონ შალვასთან. რაც შეეხება საბჭოს, ყველა კანდიდატთან მაქვს კითხვები. თუმცა ვფიქრობ, რომ საბჭოს სხდომაზე მაქსიმალურად თავს შევიკავებ კითხვების დასმისგან, მათ შორის ერთ-ერთ კანდიდატთან მაქვს ძალიან დიდი კითხვა. ამ კითხვას არ დავსვამ და შეიძლება კენჭისყრაშიც არ მივიღო მონაწილეობა იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს საბჭოს რა სურს“,- განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სხდომა მიმდინარე კვირაში ჩატარდება. 

საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარადგინა – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge