რუსთავში არასრულწლოვნებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა -შსს-მ გამოძიება დაიწყო
- სამართალი
- 10.07.2018
- 11:04
რუსთავში არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, რუსთავში, მე-11 მიკრორაიონის ტერიტორიაზე არასრულწლოვნებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა. თვითმხილველმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც დაინახა, როგორ მისდევდა დანით შეიარაღებული ქალი მოზარდებს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, უკვე დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200