იაპონიაში წყალდიდობას 134 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 10.07.2018
- 11:24
იაპონიაში წყალდიდობას 134 ადამიანი ემსხვერპლა. უცნობია კიდევ 88 ადამიანის ბედი.
ხელისუფლების განცხადებით, შესულია 100-მდე შეტყობინება იმის შესახებ, რომ წყლის ნაკადმა მანქანები გაიტაცა, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ.
გადაუღებელმა წვიმებმა, რომელიც იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებს დაატყდა თავს წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. რის გამოც რამდენიმე ქალაქი დაიტბორა.