კანადაში ძლიერ სიცხეს 70 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 10.07.2018
- 12:09
კანადაში კვებეკის პროვინციაში ძლიერ სიცხეს 70 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, პროვინციაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის უმეტესობა 60 წელს არის გადაცილებული, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებდათ.
ხელისუფლება საგანგებო ზომებს იღებს, კერძოდ, გაიზარდა აუზების სამუშაო დროის ხანგრძლივობა.