primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია იკრძალება

  • პოლიტიკა
  • 03.12.2015
  • 10:33
 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია იკრძალება

მთავრობა, საგზაო ტრანსპორტის პოლიტიკის, უსაფრთხო საგზაო მოძრაობის და ეკოლოგიური მდგომარეობის ოპტიმიზაციის მიზნით, პარლამენტს კანონში ცვლილებების პროექტს წარუდგენს. ცვლილებებს, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

მთავრობის ინიციტივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. ცვლილებების ამოქმედების კონკრეტულ თარიღზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდება.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.

„სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 50%-ს გაუტოლდა. ასეთი რამ მსოფლიოს ორ ქვეყანაშია, სადაც მარცხენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობაა და ეს ქვეყნებია - ავღანეთი და ბირმა. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები პროცენტული რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია. 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო - 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა; 2014  წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი; ხოლო 2015 – 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება დაგვჭირდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას დროულად და მისასალმებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსგავს საკითხებზე საჭიროა დროული რეაგირება.

პრემიერ-მინისტრმა თბილისში ეკოლოგიის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და გარემოს დაცვის მინისტრს საწვავის გეგმური შემოწმების გაგრძელების თხოვნით მიმართა.

გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის სინჯების სისტემატური კვლევა აჩვენებს, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო ავტომანქანებია.

„ეს დამოკიდებულია ძირითადად ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემაა გამონქბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რაც არასრული წვის პროდუქტია. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ ავტოსატრანსპორტო პარკის ეტაპობრივ გაჯანსაღებას. თბილისში კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხი, ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა, მაგრამ ვითარება რომ გაუმჯობესდეს, გვჭირდება ავტოპარკის შეცვლა. საწვავის ხარისხზე მთავრობის მიერ დადგენილი ნორმები ცალკეულმა იმპორტიორებმა უკვე შეასრულეს და ზოგიერთ შემთხვევაში საწვავი „ევრო 5“-ის სტანდარტს შეესაბამება“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მინიტორინგს განაგრძობს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge