ავტოსაგზაო შემთხვევას 27 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 11.07.2018
- 11:20
ირანში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი ქალაქ სენენდეჯში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ნავთობით დატვირთულ ავტოცისტერნას დაეჯახა.
ერთ-ერთი მძღოლის თქმით, ავტობუსი მგზავრების ასაყვანად გაჩერდა. ამ დროს მას ავტოცისტერნა დაეჯახა, რის შემდეგაც ორივე სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა.