მარინ ლე პენი რუსეთს ნატოში გაწევრიანებას სთავაზობს
- მსოფლიო
- 11.07.2018
- 12:00
საფრანგეთის მემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ნატო-ს ახალი მისიის აღებასა და ალიანსში რუსეთის მიწვევას სთავაზობს.
„რას ემსახურება ნატო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ? ეს არის რეალური შეკითხვა. ხომ შეგვიძლია ალიანსს ახალი მისია დავაკისროთ - ისლამიზთან და ტერორიზმთან ბრძოლა?“, - წერს ლე პენი „ტვიტერში“.
„ამ მისიის ფარგლებში რუსეთი უნდა შევიდეს ნატო-ში“,- აღნიშნავს ლე პენი.
დღეს ბრიუსელში ნატო-ს ორდღიანი სამიტი იწყება.