png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სახალხო დამცველი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება

  • საზოგადოება
  • 03.12.2015
  • 10:58
სახალხო დამცველი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1992 წელს დაწესდა. საქართველოს სახალხო დამცველი ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ყურადღების მიქცევა მათ საჭიროებებზე, მათი ღირსების დაცვა და მხარდაჭერა, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ პირთა სრული ჩართვა და მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში.

მსოფლიო მასშტაბით 3 დეკემბრის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ყოველწლიურად გარკვეულ თემას ეძღვნება. მიმდინარე წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღების შემდგომ პერიოდში აღინიშნება, რომლის ერთ-ერთი მოწოდებაა „არავინ დავტოვოთ უკან“.

3 დეკემბრის დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური მდივნის მისალმებაში ნათქვამია, რომ მდგრადი, ინკლუზიური და სოციალური ბარიერებისგან თავისუფალი მსოფლიოს მშენებლობა მოითხოვს ყველა ადამიანის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფართო მონაწილეობას.

საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ამ პირთა სრული ჩართულობა, ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შეუერთდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, სახელმწიფოსთვის კვლავ გამოწვევაა მთელი რიგი საკითხები. მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის (CRPD) იმპლემენტაციის პროცესის დაჩქარება, სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობა, საერთაშორისო მექანიზმების შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება, საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა, სამთავრობო სამოქმედო გეგმებით დადგენილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების, დასაქმების, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა და სხვა. მეტად მნიშვნელოვანია გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის საკითხი, რომელიც სახალხო დამცველის არაერთგზის რეკომენდაციის მიუხედავად კვლავ არ არის რატიფიცირებული.

სახალხო დამცველმა, როგორც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულმა ორგანომ, შექმნა მექანიზმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან ერთად მოიცავს საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფს. მექანიზმის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე შეირჩა კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფი.

საქართველოს სახალხო დამცველი უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს ქვეყანაში ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს აქტიურად წარმართოს საქმიანობა დასახელებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვა და მათი სრული მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge