შვეიცარიაში ფიფას მაღალჩინოსნების დაპატიმრებების ახალი სერია დაიწყო
- მსოფლიო
- 03.12.2015
- 11:03
შვეიცარიაში ფიფას მაღალჩინოსნების დაპატიმრებების ახალი სერია დაიწყო. ბი-ბი- სის ონფორმაციით, კორუფციულ დანაშაულებებში ბრალი შესაძლოა წაუყენონ 10-ზე მეტ თანამდებობის პირს ცენტრალური და სამხეთ ამერიკის ქვეყნებიდან. დაპატიმრებების სერია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.
ამასთან The New York Times-ის მონაცემებით, დაპატიმრება არ ემუქრებათ ფიფას პრეზიდენტს ზეპ ბლატერსა და ორგანიზაციის ყოფილ გენერალურ მდივანს ჟერომ ვალკეს.
შეგახსენებთ, ბლატერი ეჭვმიტანილია 2011 წელს უეფას ხელმძღვანელისთვის მიშელ პლატინისთვის 2 მლნ შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ქრთამის მიცემაში. ბლატერი და პლატინი ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ თანხის გადარიცხვა გარკვეული სამუშაოების ანაზღაურებისთვის გახდა საჭირო. ვალკე კი სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი.