თვიმფრინავი ძრავში ფრინველის შეფრენის გამო კიევის აეროპორტში ავარიულად დაეშვა
- მსოფლიო
- 11.07.2018
- 15:49
თვითმფრინავმა კიევის ბორისპოლის აეროპორტში ავარიული დაშვება ძრავში ფრინველის მოხვედრის გამო განახორციელა.
აეროპორტის პრეს-ცენტრის განცხადებით, ავიაკომპანია Anda Air-ის თვითმფრინავის ეკიპაჟმა შესაბამისი გადაწყვეტილება ოდესის თავზე მიიღო. ბორტზე 174 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ავარიული დაშვება უსაფრთხოდ დასრულდა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადიმერ ომელიანის განცხადებით, კიევი-ანტალიის რეისის მგზავრები უსაფრთხოდ არიან და მათ დანიშნულების ადგილზე საღამოს რეისით ჩაიყვანენ.