პრემიერ-მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა
- პოლიტიკა
- 12.07.2018
- 10:35
მთავრობის განახლებული შემადგენლობა ცნობილია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს ოფიციალურად დაასახელა.
მთავრობის შემადგენლობაში სამი ახალი სახე იქნება, ხოლო მინისტრთა ნაწილი თანამდებობებს ინარჩუნებენ:
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, მანამდე კი, აღნიშნული რაოდენობა 14 იყო. ცვლილებების შედეგად, რამდენიმე უწყება გაერთიანდა.