მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი იქნება
- პოლიტიკა
- 12.07.2018
- 10:36
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი იქნება. კახა კახიშვილი ამ თანამდებობაზე დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
„კახა კახიშვილი შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.