იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 12.07.2018
- 13:36
იაპონიაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 200-დე გაიზარდა. მედიის ცნობით, სტიქიას ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰიროსიმასა და ოკაიამაში მოყვა.
გასულ კვირას იაპონიის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმები დაიწყო, რამაც მეწყერი და წყალდიდობა გამოიწივია.
ევაკუაციის ცენტრებში 7 ათასამდე ადამიანი იმყოფება. დაკარგულთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 70 ათასი ადამიანია ჩართული.