გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა
- პოლიტიკა
- 12.07.2018
- 13:40
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის, აუდიენაცია ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში შედგა.
მათი ინფორმაციით, ეს იყო გიორგი მარგველაშვილის პირველი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან.
მათივე ცნობით, შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.