საქართველოს ექნება ნატო-ში გაწევრიანების შანსი, მაგრამ ახლა არა - დონალდ ტრამპი
- პოლიტიკა
- 12.07.2018
- 15:52
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საქართველოს, გარკვეული თვალსაზრისით, ნატო-ში გაწევრების შანსი აქვს.
ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ნატო-ს წევრი არ გახდება.
"გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოს ექნება ნატოში გაწევრიანების შანსი, მაგრამ ახლა არა", - განაცხადა ტრამპმა.